პროდუქტები

სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ვიტამინების მიწოდებას ორგანიზმისთვის დღის განმავლობაში მიღებულ საკვებთან ერთად და რომლის მიზანიცაა სხეულის სიჯანსაღე და ჯანმრთელობა. პროდუქტი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში; პროდუქტი რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

მწარმოებლები

ევროპულ ბაზარზე არსებული მოწინავე ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლები, რომლებიც მრავალი წელია ბაზარზე არიან წარმოდგენილი, აქვთ შესაბამისი სერთიფიკატები და სარგებლობენ მომხმარებლების შთამბეჭდავი პორტფოლიოთი; მოწინავე ტექნოლოგიის პროდუქციის ხაზი, რომელიც ქმნის სუფთა და უმაღლესი ხარისხის ფარმაცევტულ პროდუქციას.

EuroVit

საუკეთესო საკვებდანამატი შენთვის.

პროდუქტები

რა არის ვიტამინი და რისთვის არის ის საჭირო?
გადმოწერეთ პდფ დოკუმენტი და გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს.

ისწავლე საკუთარ თავზე ზრუნვა. იზრუნე შენს საყვარელ ადამიანებზე და გამოხატე მათ მიმართ შენი სიყვარული.

მულტივიტამინები და რკინა

ცამეტივე ვიტამინები და რკინა, ყველაზე სრულყოფილი მულტივიტამინები ბაზარზე, ხელმისაწვდომ ფასად და შენთან ახლოს.

შეუკვეთეთ ჩვენი პროდუქტი

EuroVit

ყოველდღიური სასარგებლო ჩვევა.

ვის სჭირდება ვიტამინები და მინერალები

სტუდენტები

ყველამ კარგად ვიცით, რომ სტუდენტები მათი ახალგაზრდა ასაკისა და დროის ნაკლებობი გამო, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ სწორ კვების რეჟიმს. თუმცა, ტვინის მუშაობისთვის საჭიროა ბევრი შესაბამისი ელემენტი.……… მხოლოდ და მხოლოდ კარგად ‘გამოკვებილ’ ტვინს შეუძლია ჯეროვნად მუშაობა და ყურადღების კონცენტრირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კარგი ხარისხის საკვებდანამატი უზრუნველყოფს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებას არასრულფასოვანი კვებითი რეჟიმის დროს..

ასაკოვნები

ცხოვრება მშვენიერია ყველა ეტაპზე. ასაკის მომატებისას ვიძენთ სიბრძნეს, სიმშვიდეს და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსა და სიტუაციის უკეთ აღქმას. თუმცა, ვერ ვუარყოფთ, რომ ასაკის მატებას თან ახლავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებიც. ასაკის მატებასთან ერთად, ვხდებით უფრო სუსტები და ასევე იზრდება სხვადასხვა დაავადებების რისკიც. მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვნები უფრო ნაკლებ საკვებს იღებენ ახალგაზრდებთან შედარებით, დაბალანსებულ კვებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დაავადებების პრევენციისთვის, შესაბამისად სასურველია შესაბამისი საკვებ დანამატების მიღება, რომელიც საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს მიაწოდებს ორგანიზმს.

ახლადნამშობიარები ქალები

მშობიარობა საოცარი მოვლენაა, მაგრამ ქალის სხეული ამ დროს განიცდის უზარმაზარ ფიზიკურ სტრესს, რომელთანაც ნაწილობრივ გამკლავებას დროს სჭირდება, ხოლო საბოლოოდ დაძლევას ძალიან დიდი დრო. მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმს ესაჭიროება მოსვენება და სწორი კვება საკვებდანამატებთან ერთად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა შესაბამისი ელემენტების მიწოდება. ამასთანავე, ძუძუთი კვება დამატებით ძალისხმევას წარმოადგენს, რამდენადაც ახალშობილის გამოკვებისთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერება უნდა არსებობდეს დედის ორგანიზმში.

ბავშვები

ბავშვებს როგორც წესი ძალიან აქტიური დღეები აქვთ: მათ ორგანიზმს და ტვინს ესაჭიროება უამრავი საკვები ნივთიერება სწავლისთვის და თამაშისთვის, შესაბამისად საკვებდანამატები საჭირო ელემენტების არაჩვეულებრივ წყაროს წარმოადგენს სწორ კვებასთან ერთად. ბავშვის ორგანიზმი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება, რაც საჭიროებს მინერალებისა და ვიტამინების იდეალურ ბალანსს. ჩვნი საკვებდანამატები უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალურ დოზას ჩვენი ბავშვებისთვის.

ზრდასრულები

მშობელი, დასაქმებული, პარტნიორი, დიასახლისი, მოხუცის მომვლელი... ზრდასრული ადამიანის ცხოვრება შესაძლოა რთული და დაკავებული იყოს. უამრავი საქმე და საზრუნავი და მუდმივად გადარბენაზე ყოფნა. ამგვარი ცხოვრების სტილის გამო ცხოვრების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - სწორი კვება - უგულვებელყოფილია. ჩვენს უმეტესობას ლანჩის მომზადების დროც კი არ აქვს და მიირთმევთ იმას, რაც ხელში მოგვხვდება. სხეულის საჭიროებების უგულვებელყოფამ დაკავებული დღის რეჟიმის გამო შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიგვიყვანოს: ნუ გარისკავთ, მიიღეთ ჩვენი საკვებდანამატი ყოველდღიურად და შეინარჩუნეთ ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური ბალანსი.

სტრესი

უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებულმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სტრესი დაავადებების გამომწვევ ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. იმ დაავადებების შემთხვევაშიც კი, რომლებიც ბოლომდე გამოკვლეული არ არის საიდან მომდინარეობს, სტრესი ერთერთ გამომწვევ ფაქტორადაა მიჩნეული. სტრესის ქვეშ ყოფნა, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელს უშლის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ტვინის არაცნობიერი ნაწილის არასრულფასოვანი მუშაობით. საკვებდანამატები ვერ განკურნავს სტრესს, მაგრამ ისინი გამოკვებავს ტვინს რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აღდგენით პროცესებს.

სპორტი

სპორტული აქტივობებით დაკავება, იქნება ეს იშვიათად თუ ხშირად, ჯანმრთელების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფიზიკური აქტივობის შესრულების დროს, სხეულს ვამუშავებთ მეტი დატვირთვით. ფიზიკური აქტივობის შემდეგ თავს ვგრძნობთ მხნედ და ბედნიერად, დიდწილად ენდორფინების გამო, ჰორმონი რომელიც გამოიყოფა ფიზიკური აქტივობის დროს. ფიზიკური აქტივობის დასრულების შემდეგ ჩვენ მაშინვე ვაცნობიერებთ სიხარულის შეგრძნებას, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რომ სხეული განიცდის სასიცოცხლო ელემენტების ნაკლებობას გაწეული ძალისხმევის გამო. საკვებდანამატის ერთი პორციის მიღება უზუნველყოფს საჭირო საწვავის მიწოდებას ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის აღსადგენად.

მოგზაურობა

არდადაგები არაჩვეულებრივი რამეა. იქნება ეს მთაში, სოფელში თუ ეგზოტიკურ ადგილას, არდადაგები ყოველთვის სასიამოვნოდ გატარებული დროა. თუმცა, გარემოსა და კლიმატის ცვლილება შესაძლოა ორგანიზმისთვის სტრესის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიძლება მოხდეს თუ სხვა დროის ზონაში ვმოგზაურობთ. სტრესის კიდევ უფრო დიდი ალბათობა მაშინაა, თუ არდადაგების კი არა, არამედ სამსახურის გამო გვიწევს მოგზაურობა. ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანის ორგანიზმს რამდენიმე კვირა სჭირდება სრული აკლიმატიზაციისთვის, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მალევე გვიწევს უკან დაბრუნება რაც ასევე დამატებითი სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს. როდესაც მოგზაურობთ, თან იქონიეთ საჭირო საკვებდანამატი რომ დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს ძალების აღდგენაში.

ორსულობა

მაღალი ხარისხის საკვებდანამატს შეუძლია დაეხმაროს ორსულ ქალს იმ დეფიციტის შევსებაში, რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგი შეიძლება იყოს. ორსულობის განმავლობაში ქალის სხეული მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და საკვებდანამატები სწორ კვებით რეჟიმთან ერთად, ხელს უწყობს როგორც დედის ასევე ნაყოფის ჯანმრთელობას. ნაყოფი სწრაფად იზრდება და შესაბამისად აუცილებელია ამ ზრდის ხელშემწყობი ელემენტები: ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური ბალანსი და ის საკვები ნივთირებები, რომლის ნაკლებობასაც შეიძლება განიცდიდეს დედის ორგანიზმი.
გაფრთხილება: წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

EuroVit

შეინარჩუნე ახალგაზრდობა!

გვიპოვეთ

იპოვეთ დისტრიბუტორები და თქვენთან ახლოს მდებარე რეალიზაციის ადგილები.
გაიგე მეტი დისტრიბუტორების შესახებ აქ.

EuroVit

შემოუერთდი ჩვენს საოცარ სამყაროს!

დისტრიბუტორები

ჩვენი დისტირბუტორები უფლებამოსილნი არიან შექმნან ადგილობრივი რეალიზაციის ქსელი.

EuroVit

იყავი ჯანმრთელი, ისიამოვნე ცხოვრებით!

მოიძიეთ ინტერნეტში: